რა არის თეგები?

 

იმისთვის, რომ ქართული ბიზნესებისთვის წლევანდელი Secret Santa-ს სახელოსნოში ჩართვა კიდევ უფრო შედეგიანი ყოფილიყო, ჩვენ შევქმენით ხელოვნური ინტელექტი - “რუდი”, რომლის დახმარებით  წინა წელს მიღებული 56 000- მდე სურვილი ე.წ “თეგებად” გარდავქმენით. ადრესატების თითოეული სურვილისაგან შევქმენით რანდენიმე თეგი, რომლისთვისაც გამოვიყენეთ წერილშივე აღწერილი ინტერესები, განსაზღვრებები, საგნები  და თემატიკა. საბოლოო ჯამში, შევქმენით 700-მდე თეგი, რომელიც დაგვეხმარება წლევანდელი სურვლების მარტივად გაანალიზებასა და მათ თქვენს კომპანიებთან დაკავშრებაში.

 

როგორ უნდა განვსაზღვროთ თეგები ჩვენი კომპანიისათვის?

 

თქვენს კომპანიას თეგები მიენიჭება წარმოებული პროდუქციიის შესაბამისად, რადგან თეგები თქვენი პროდუქტის ხასიათის, თემატიკის და თვისებების ერთგვარი აღწერაა.   Secret Santa-ს სახელოსნოში ჩართული ბიზნესები თეგების არჩევისას რაოდენობაში შეზღუდულები არ არიან თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ მინიჭებული თეგი შეესაბამებოდეს კომპანიის საქმიანობას, წარმოებულ პროდუქციას ან კონკრეტულ პროდუქტს.   ნებისმიერი ახალდამატებული თეგი პლატფორმის ადმინისტრატორის მიერ გადამოწმდება და შემდეგ დაემატება პროფილს.

 

როგორ მუშაობს თეგები?

 

Secret Santa-ში ჩართულ მონაწილეს თქვენი კომპანია სწორედ მინიჭებული თეგების საშუალებით უკავშირდება. რუდის დახმარებით, წლევანდელი სურვილები ავტომატურ რეჯიმში გარდაიქმნება თეგებად და უკავშირდება თქვენს ბიზნესებს. პროცესს შემდეგი სახე აქვს: ადრესატის წერილის წაკითხვისას, Secret Santa შეთავაზების სახით მიიღებს იმ კომპანიების ჩამონათვალს, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება ადრესატის სურვილებს, რათა მან რაც შეიძლება სწორად შეარჩიოს საჩუქარი. პროექტში ჩართული სანტა მიიღებს ინფორმაციას იმ 6 კომპანიის შესახებ, რომლის თეგებიც ყველაზე მეტად ემთხვევა ადრესატის სურვილებს. იმისთვის, რომ ამ პროცესს მაქსიმალური შედეგი მოჰყვეს, თეგებს მივანიჭეთ კონკრეტული წონა მათი გამოყენების სიხშირიდან გამომდინარე. რაც უფრო იშვიათია თეგი, მით მეტი წონა აქვს მას და შესაბამისად, უფრო ხშირად შევხვდებით შეთავაზების სიაში ისეთ კომპანიას, რომელსაც უნიკალური თეგები აქვს მინიჭებული. Secret Santa-ს სახელოსნოში ჩართვის შემდეგ, ბიზნესებს საშუალება აქვთ პროფილი დაარედაქტირონ და დაამატონ უნიკალური, მათ ბიზნესზე და პროდუქტზე მორგებული თეგები, რითაც დაეხმარებიან სანტებს ადრესატისთვის სასურველი საჩუქრის სწორად შერჩევაში.