რა არის თეგები?

 

იმისთვის, რომ ქართული ბიზნესებისთვის წლევანდელი Secret Santa-ს სახელოსნოში ჩართვა კიდევ უფრო შედეგიანი ყოფილიყო, ჩვენ შევქმენით ხელოვნური ინტელექტი - “რუდი”, რომლის დახმარებით  წინა წელს მიღებული 56 000- მდე სურვილი ე.წ “თეგებად” გარდავქმენით. ადრესატების თითოეული სურვილისაგან შევქმენით რანდენიმე თეგი, რომლისთვისაც გამოვიყენეთ წერილშივე აღწერილი ინტერესები, განსაზღვრებები, საგნები  და თემატიკა. საბოლოო ჯამში, შევქმენით 700-მდე თეგი, რომელიც დაგვეხმარება წლევანდელი სურვლების მარტივად გაანალიზებასა და მათ თქვენს კომპანიებთან დაკავშრებაში.

 

როგორ უნდა განვსაზღვროთ თეგები ჩვენი კომპანიისათვის?

 

თქვენს კომპანიას თეგები მიენიჭება წარმოებული პროდუქციიის შესაბამისად, რადგან თეგები თქვენი პროდუქტის ხასიათის, თემატიკის და თვისებების ერთგვარი აღწერაა.   Secret Santa-ს სახელოსნოში ჩართული ბიზნესები თეგების არჩევისას რაოდენობაში შეზღუდულები არ არიან თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ მინიჭებული თეგი შეესაბამებოდეს კომპანიის საქმიანობას, წარმოებულ პროდუქციას ან კონკრეტულ პროდუქტს.   ნებისმიერი ახალდამატებული თეგი პლატფორმის ადმინისტრატორის მიერ გადამოწმდება და შემდეგ დაემატება პროფილს.

 

როგორ მუშაობს თეგები?

 

Secret Santa-ში ჩართულ მონაწილეს თქვენი კომპანია სწორედ მინიჭებული თეგების საშუალებით უკავშირდება. რუდის დახმარებით, წლევანდელი სურვილები ავტომატურ რეჯიმში გარდაიქმნება თეგებად და უკავშირდება თქვენს ბიზნესებს. პროცესს შემდეგი სახე აქვს: ადრესატის წერილის წაკითხვისას, Secret Santa შეთავაზების სახით მიიღებს იმ კომპანიების ჩამონათვალს, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება ადრესატის სურვილებს, რათა მან რაც შეიძლება სწორად შეარჩიოს საჩუქარი. პროექტში ჩართული სანტა მიიღებს ინფორმაციას იმ 6 კომპანიის შესახებ, რომლის თეგებიც ყველაზე მეტად ემთხვევა ადრესატის სურვილებს. იმისთვის, რომ ამ პროცესს მაქსიმალური შედეგი მოჰყვეს, თეგებს მივანიჭეთ კონკრეტული წონა მათი გამოყენების სიხშირიდან გამომდინარე. რაც უფრო იშვიათია თეგი, მით მეტი წონა აქვს მას და შესაბამისად, უფრო ხშირად შევხვდებით შეთავაზების სიაში ისეთ კომპანიას, რომელსაც უნიკალური თეგები აქვს მინიჭებული. Secret Santa-ს სახელოსნოში ჩართვის შემდეგ, ბიზნესებს საშუალება აქვთ პროფილი დაარედაქტირონ და დაამატონ უნიკალური, მათ ბიზნესზე და პროდუქტზე მორგებული თეგები, რითაც დაეხმარებიან სანტებს ადრესატისთვის სასურველი საჩუქრის სწორად შერჩევაში.

SECRET SANTA 2018 იწყება!

Secret Santa-ს წინის წინა საახალწლო სამზადისი იწყება! ახლოვდება დრო, როდესაც გულით გაცემულ პატარა საჩუქარს დიდი ძალა აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ დროა ჩაერთო Secret Santa-ს სახელოსნოში და დაიწყო ყველაზე თბილი, ქართული საჩუქრების დამზადება!

თუკი გაქვს მცირე ბიზნესი და აწარმოებ ქართულ პროდუქციას, რომელიც ბევრი ადამიანის ახალ წელს კიდევ უფრო ჯადოსნურს გახდის, მაშინ შემოუერთდი ჩვენს ონლაინ პლატფორმას - საქართველოს ბანკის Secret Santa-ს სახელოსნოს და მოამარაგე საქართველოს სანტები საახალწლო საჩუქრებით.

გაწევრიანდი Secret Santa-ს სახელოსნოში და გახდი პროექტის პარტნიორი - ერთად მოვიყვანოთ ყველაზე თბილი ახალი წელი!
#აჩუქექართული
ახალი წელი საუკეთესო დროა ქართული ბრენდების გასააქტიურებლად. წელს, ჩვენი მიზანია, სანტებს დავეხმაროთ ჭეშმარიტად ქართული პროდუქტის არჩევასა და ადრესატებისთვის მის ჩუქებაში. ეს სადღესასწაულო გარემოს კიდევ უფრო პოზიტიურს გახდის ხალხისთვის, ქართული ბრენდებისთვის და ზოგადად საქართველოსთვის.
რატომ უნდა ჩავერთო SECRET SANTA-ს სახელოსნოში?
ახალ წელს გულით გაცემულ პატარა საჩუქარს დიდი ძალა აქვს, რადგან მთავარი ბედნიერება სიკეთის გაზიარებაა. სწორედ ამას ემსახურება Secret Santa-ს პლატფორმა.
ჩვენ დავამუშავეთ გასულ წელს პროექტში ჩართული 56 000 ადამიანის მონაცემები და მზად ვართ, გაგიზიაროთ ეს უნიკალური ინფორმაცია. თქვენ შეძლებთ შეისწავლოთ თქვენი მომხმარებელი, აწარმოოთ secretsanta.ge-ზე დარეგისტრირებული ადამიანების ნამდვილ სურვილებზე დაფუძნებული პროდუქცია და ამ გზით მოუტანოთ სარგებელი თქვენს ბიზნესს.
რა შეიცვალა წელს?
წინის წინა საახალწლო სამზადისი Secret Santa-ს პლატფორმაზე გასულ წელსვე დაიწყო. შეიქმნა ხელოვნური ინტელექტი - “რუდი,” რომლის დახმარებითაც გავაანალიზეთ Secret Santa-ს მონაწილეთა საახალწლო სურვილები. სწორედ „რუდი“ დაგვეხმარა გაგვეგო, თუ რომელი საჩუქრებია ახალ წელს ყველაზე სასურველი. ჩვენ გაგიზიარებთ ამ ინფორმაციას, რათა მოამზადო Secret Santa-ს მონაწილეებისთვის სანუკვარი საჩუქრები.
წელს სანტებს, ქართული საჩუქრის შერჩევაში, Secret Santa-ს სახელოსნოს ჯადოსნური პროგრამა - “რუდი” - დაეხმარება. ხელოვნური ინტელექტი გაანალიზებს თითოეული მონაწილის წერილს და Secret Santa-ს პარტნიორი ქართული ბრენდებიდან შეარჩევს მას, რომლის პროდუქციაც ყველაზე მეტად შეესაბამება ადრესატის სურვილს. აქედან გამომდინარე, რაც უფრო მეტად ასახავს შენი პროდუქტი Secret Santa-ს მონაწილეების სურვილებს, მით მეტია შანსი, რომ სწორედ შენი ბიზნესი ურჩიოს „რუდიმ“ სანტებს.
თითოეული ქართული ბრენდისთვის, რომელიც ჩაერთვება Secret Santa-ს სახელოსნოში და დარეგისტრირდება პლატფორმაზე business.secretsanta.ge, ხელმისაწვდომი იქნება მისთვის საინტერესო, სასარგებლო ვიდეო და წერილობითი მასალა, რომელიც დაეხმარება საკუთარი ბიზნესის განვითარებაში. რეკომენდაციების სერია მოიცავს: პროდუქციის მარკეტინგულად შეფუთვას, პროდუქტის ინტერნეტში ( Facebook, Instagram, Google ) განთავსებასა და მის რეკლამირებას, მარკეტინგული კამპანიებისა და სოციალური მედიის მუშაობის შედეგების სტატისტიკურ ანალიზს.
ერთად მოვიყვანოთ მეტი Secret Santa ქართულ ბრენდებამდე და სასურველ საჩუქრებამდე! ერთად მოვიყვანოთ ყველაზე თბილი ახალი წელი!
ჩაერთეთ SECRET SANTA-ს სახელოსნოში
იფუსფუსე და მიიღე შთაგონება ქართველების სანუკვარი სურვილებისგან! გამოიყენე ეს შანსი, გააფართოვე შენი ბიზნესის შესაძლებლობები, გახდი საქართველოში ყველაზე მასშტაბური საახალწლო კამპანიის მონაწილე! ერთად ვაქციოთ ახალი წელი კიდევ უფრო ჯადოსნურ დღესასწაულად!